LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

63 წლის მადონა 28 წლის შეყვარებულს 7 წლიანი რომანის შემდეგ დაშორდა

156
page

63 წლის პოპ-დედოფალი მადონა და მისი შეყვარებული, 28 წლის მოცეკვავე, აჰლამალიკ უილიამსი ერთმანეთს დაშორდნენ. წყვილს 7 წლიანი ურთიერთობა აკავშირებდათ. დასავლური მედია ხშირად წერდა მათი სასიყვარულო კავშირის შესახებ და აცხადებდა, რომ მალე მათი სიყვარული ქორწინებით დასრულდებოდა. მადონა და აჰლამალიკი ერთად ცხოვრობდნენ, ხშირად მოგზაურობდნენ. პოპ-ვარსკვლავს შეყვარებულის ოჯახთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. უილიამსის მშობლები აცხადებდნენ, რომ ბედნიერები იყვნენ მათი რომანით, რადგან მადონა მათ ვაჟს უვლიდა და აბედნიერებდა.

ფოტო: მადონამ ახალი წელი ატრაქციონზე გაატარა

ფოტო: 61 წლის მადონა და 25 წლის აჰლამალიკის ვნებიანი კოცნა

რაც შეეხება დაშორების მიზეზს, დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ინსაიდერის განცხადებით, მათი კავშირი სულ უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდებოდა.

ფოტო: 62 წლის მადონასა და მისი 27 წლის შეყვარებულის ფერადი გამოჩენა – მოგზაურობა იწყება

„ეს ჭეშმარიტი სიყვარულია“ – 62 წლის მადონა 27 წლის შეყვარებულთან ერთად ველოსიპედით სეირნობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები