LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: 62 წლის მადონასა და მისი 27 წლის შეყვარებულის ფერადი გამოჩენა – მოგზაურობა იწყება

296
page

61 წლის პოპის დედოფალი, მადონა და მისი 27 წლის შეყვარებული, აჰლამალიკ უილიამსი საკმაოდ აქტიური ცხოვრებით ცხოვრობენ. წყვილი ხშირად მოგზაურობს.

„ეს ჭეშმარიტი სიყვარულია“ – 62 წლის მადონა 27 წლის შეყვარებულთან ერთად ველოსიპედით სეირნობს

ცოტა ხნის წინ ისინი ნიუ-იორკის აეროპორტში გადაიღეს. ისინი ხელიხელჩაკიდებულები მიემართებოდნენ სარეგისტრაციო ზონისკენ. მალევე მათ მადონას შვილები, 15 წლის მერსი-ჯეიმსი და დევისი შეუერთდნენ. ვარსკვლავურ წყვილს ფერადად ეცვა, მადონა როგორც ყოველთვის ახალგაზრდულად გამოიყურებოდა.

ცნობისთვის, მადონა და აჰლამალიკი უკვე 6 წელია ერთად ცხოვრობენ და სკანდალში არასდროს გახვეულან. მათთვის 35 წლიანი ასაკობრივი სხვაობა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. არც უილიამსის მშობლებისთვის აქვს მნიშვნელობა მათი „სარძლოს“ ასაკს, პირიქით, აჰლამალიკის მამა ხშირად აცხადებს, რომ მადონას მადლიერია და ძალიან ბედნიერია, რომ მის შვილს ასეთი მეორე ნახევარი ჰყავს.

„მადონა ჩემზე 2 წლითა უფროსია, მაგარამ ჩემს შვილს ერთხელ ვუთხარი, რომ სიყვარულმა ასაკი არ იცის“, – აცხადებს აჰლამალიკის მამა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები