LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არანაირი პლასტიკური ქირურგია, ეს გენეტიკაა“ – 60 წლის ბრედ პიტი სპეც-ტანისამოსში შეუდარებლად გამოიყურება

315
page

როგორც ცნობილია, ბრედ პიტი ახალ ფილმში იღებს მონაწილეობას. „ფორმულა 1“-ის შესახებ კინოსურათის, „აპექსის“ გადაღებები უკვე რამდენიმე თვეა დაიწყო. ბრედი მრბოლელის როლში მოგვევლინება. ამჯერად გადაღებები ფლორიდაში მიმდინარეობს. ინტერნეტსივრცეში 60 წლის პიტის მორიგი ფოტოები გავრცელდა. ამ დღეს მას თეთრი, სხეულზე მომდგარი სპეც-ტანისამოსი ეცვა და ბრწყინვალედ გამოიყურებოდა.

მაგარი ბიჭების ტანდემი – ბრედ პიტს ახალ ფილმში პარტნიორობას ხავიერ ბარდემი უწევს – უახლესი ფოტოები გადასაღები მოედნიდან

ცნობისთვის, ახლახან მედიაში ჭორები გავრცელდა. პლასტიკურმა ქირურგმა, ჯონ ბეტეიჯმა განაცხადა, რომ ბოლო წლების განმავლობაში პიტის სახის ფორმამ ცვლილება განიცადა. ექიმის ცნობით, პიტმა მთლიანი სახის გადაჭიმვა გაიკეთა, აღნიშნული ოპერაციის ღირებულება 130 000 დოლარს შეადგენს.

„არანაირი პლასტიკური ქირურგია,  ეს გენეტიკაა“, – წერენ ინტერნეტსივრცეში.

„60 წლის ბრედ პიტმა მთლიანი სახის გადაჭიმვა გაიკეთა, რომელშიც 30 000 დოლარი გადაიხადა“ – დასავლური მედია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები