LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არასდროს არაფერი გამიკეთებია, არც წამწამები დამიგრძელებია და არც ფილერით შემივსია ტუჩები“ – კიმ კარდაშიანის ინტერვიუ და შოკისმომგვრელი ფოტოები

341
Untitled.pngdsds

პლასტიკური ქირურგიისა და ინექციური კოსმეტოლოგიის ეპოქაში უკვე აღარავის უკვირს გარეგნობის მკვეთრი ცვლილება, თუმცა, მაინც მოიძებნებიან ისეთი ვარსკვლავები, რომლებიც კატეგორიულად უარყოფენ რაიმე ქირურგიულ ჩარევას, თუმცა ფოტოები საპირისპიროს ამტკიცებენ. მათ რიცხვშია რეალითი შოუს ვარსკვლავი, კიმ კარდაშიანი.

ის აცხადებს, რომ გარეგნობაში ცვლილებები არასდროს შეუტანია, მხოლოდ ბოტოქსი გაიკეთა წარბებს შორის და შუბლზე.

„მე არასდროს გამიკეთებია წამწამების დაგრძელება. არ მიმიმართავს ინექციური კოსმეტოლოგიისთვის, არ შემივსია ლოყები, ტუჩები“, – თამამად აცხადებს 41 წლის კიმ კარდაშიანი უახლეს ინტერვიუში.

კარდაშიანის განცხადებას სოციალურ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ინტერნეტსივრცეში უამრავი შოკის მომგვრელი ფოტო ვრცელდება, რომელიც მისი გარეგნობის კარდინალურ გარდაქმნაზე მიუთითებს.

„კიმი 80 წლის ასაკშიც ასეთი იქნება“ – 42 წლის კიმ კარდაშიანი ცხელ ფოტოებს ავრცელებს

„მე მომწონს საკუთარი თავის გამოწვევა“ – კიმ კარდაშიანმა „ამერიკულ საშინელებათა ისტორიაში“ მონაწილეობასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები