ჯენიფერ ლოპესმა ალკოჰოლური სასმელების ბრენდი Delola Spritz შექმნა, რომელიც დაბალი კალორიულობითაა გამორჩეული. ამის შესახებ 53 წლის არტისტმა „ინსტაგრამის“ საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია და საოცარი ფოტოები და ვიდეოებიც გამოაქვეყნა სარეკლამო კამპანიიდან.
„საიდუმლო გამჟღავნებულია, მე ამით ვამაყობ, გიზიარებთ უნიკალური მიქსისგან შექმნილ ალკოჰოლური სასმელების კოლექციას“, – წერს ვარსკვლავი.
მოგეხსენებათ, ჯეი ლოს მეუღლე, ბენ ალეკი დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდა ალკოჰოლზე დამოკიდებულებას, ამიტომ ინფორმაციის გავრცელებას ინტერნეტსივრცეში უამრავი სახალისო კომენტარი მოჰყვა.
„ბენ, გრადუსთან ფრთხილად იყავი“,„ესღა აკლდა ბენს, ძლივს გადაეჩვია დალევას“, – წერენ კომენტარებში.
ფოტო/ვიდეო: „როცა იცი, რომ გასაოცარი ქალი ხარ“ – 53 წლის ჯეი ლოს გაელვება პომპეზურ მოვერცხლილ კაბაში
„მე მიყვარს ფეხსაცმელები“ – 53 წლის ჯეი ლოს სასწაულ ფოტოებს გვიზიარებს