LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბენი ჯეი ლოს კოცნიდა“ – „ბენიფერი“ სპორტდარბაზში გადაიღეს

2874
Untitledj

როგორც იცით, ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა მაიამიში ნაქირავებ სახლში ვნებიანი ღამე გაატარეს. „ბენიფერის“ რომანი საბოლოოდ  დადასტურდა. 17 წლის შემდეგ ისინი კვლავ ერთად არიან.

„ვნებიანი ღამის შემდეგ“ – ჯეი ლო და ბენ აფლეკი კვლავ ერთად გადაიღეს – პაპარაცული ფოტოები

რომანტიკული უქმეების შემდეგ 51 წლის ჯენიფერი ჩვეულ საქმიანობას შეუდგა და დილით ადრე მაიამის სპორტდარბაზს ეწვია, მას პარტნიორობა ბენმა გაუწია. არტისტი როგორც ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურებოდა, მას თეთრი ტოპი და იისფერი ლეგინსები ეცვა.

ინსაიდერის განცხადებით, ისინი საოცრად ბედნიერები გამოიყურებოდნენ.

„ბენი ჯეი ლოს კოცნიდა და ისინი ბედნიერად გამოიყურებოდნენ“, – აცხადებს ინსაიდერი.

ასევე აღსანიშნავია, რომ ბენი იმ საათით დააფიქსირეს, რომელიც ჯეი ლომ ჯერ კიდევ 2002 წელს აჩუქა. როგორც ჩანს, 48 წლის აფლეკი დიდ ნოსტალგიას განიცდის და 17 წლის ანაზღაურებას მაქსიმალურად ცდილობს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები