LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი პირადი ცხოვრება კომედიას ჰგავს, გაცნობის პორტალზე დროს შესანიშნავად ვატარებ“ – შერონ სთოუნი

332
page

ახლახანს, 62 წლის მსახიობმა, შერონ სთოუნმა გამოცემა  Closer Weekly-ის ინტერვიუ მისცა და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა. „ძირითადი ინსტინქტის“ ვარსკვლავმა აღიარა, რომ მიუხედავად სექს-სიმბოლოს სტატუსისა, მისი პირადი ცხოვრება ნამდვილ კომედიას ჰგავს.

როდესაც მას პირად ცხოვრებაზე დაუსვეს შეკითხვა, მსახიობმა განაცხადა, რომ ის მარტოა. „თუ ჩემს ასაკში მარტო ხარ, ესე იგი ამის სერიოზული მიზეზი არსებობს“, – აცხადებს 62 წლის მსახიობი.

შეგახსენებთ, გასულ წელს, სთოუნი გაცნობის ვებ-პორტალზე, Bumble შევიდა და დარეგისტრირება სცადა, თუმცა, ადმინისტრაციამ ის დაბლოკა, მსახიობმა ამ თემაზეც გაიხუმრა.

„გაცნობის საიტზეც დამბლოკეს, ჩემი პირადი ცხოვრება ნამდვილ კომედიას ჰგავს. გაცნობის პორტალზე რამდენიმე საინტერესო ადამიანი გავიცანი, იქ დროს შესანიშნავად ვატარებ. მე ახლა ვეძებ ისეთ ურთიერთობას, რომელიც მზრუნველობითა და სიყვარულით იქნება აღსავსე “, – წერს ვარსკვლავი.

ცნობისთვის, მსახიობს სამი ვაჟი ჰყავს, 20 წლის როანი, 15 წლის ლერდი და 14 წლის ქუინი. როანი სთოუნმა 2000 წელს იშვილა, როდესაც გამოცემა San Francisco Chronicle-ის ვიცე-პრეზიდენტზე, ფილ ბრონშტაინზე იყო გათხოვილი. მასთან განქორწინების შემდეგ, 2005 წელს ლერდი იშვილა, ხოლო ერთი წლის შემდეგ ქუინი.

შერონ სთოუნმა შვილების იშვიათი ფოტოები გაავრცელა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები