LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი გახდა ჟერარ პიკეს შეყვარებულის მეტსახელი, რომელიც მას შაკირამ შეარქვა – უახლესი დეტალები

417
Untitledyu

შაკირა-პიკეს დრამატული ამბავი გრძელდება. ამჯერად ინსაიდერმა მედიას გაუმხილა ექს-წყვილის ბოლო შეხვედრის შესახებ.  როგორც ჩანს, ფეხბურთელი გასულ კვირას, შაკირას სახლში, შვილების სანახავად იმყოფებოდა.

„შაკირამ მას ზედ არ შეხედა, ჟერარი იმდენად უხერხულ მდგომარეობაში იყო, რომ სახლიდან სასწრაფო წესით წავიდა, იმდენად აღელვებული იყო, რომ მანქანის საბარგული ახდილი დარჩა“, – იხსენებს ინსაიდერი.

აქვე ცნობილი ხდება, რომ შაკირამ ჟერარის შეყვარებულს, კლარა ჩია მარტის მეტსახელი შეარქვა.

„შაკირა კლარას სერიოზულად არასდროს აღიქვამდა, ის მისთვის არასაინტერესო, ჩვეულებრივი გოგო იყო, ამიტომ როცა პარტნიორის ღალატის შესახებ გაიგო, შოკში ჩავარდა. შაკირა კლარას პატარა დამხრჩვალ ბუზს ეძახდა“, – ჰყვება ინსაიდერი.

ვიდეო: „პიკე აშკარად ბედნიერია“ – ჟერარ პიკე და კლარა ჩია ბარსელონის ქუჩებში სეირნობენ

„პიკეს დედა შაკირას ხელით შეეხო“ – ძალადობის ამსახველი ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს

„აქ უკვე აღარ უყვარდა!“ – ინტერნეტსივრცეს შაკირასაა და ჟერარ პიკეს ვიდეო იპყრობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები