„ამაზონის“ დამფუძნებელს, ჯეფ ბეზოსს 60 წელი შეუსრულდა. ეს დღე მილიარდერმა თავის საცოლესთან, ლორენ სანჩესთან ერთად მილანში აღნიშნა.
პაპარაცებმა წყვილი ქუჩებში ხელიხელჩაკიდებული გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ 53 წლის ლორენმა ვარცხნილობა შეიცვალა. ამ დღეს ის „დოლჩე და გაბანას“ მაქმანებიან კაბაში იყო გამოწყობილი და დიდებულად გამოიყურებოდა,
მოგვიანებით ლორენმა „ინსტაგრამზე“ თავისი ფოტო გაავრცელა და საქმროს იუბილე მიულოცა.
„დაბადების დღეს გილოცავ პატარავ“, – წერს ლორენი.
ფოტო: როგორ ცვლის მილიარდები – ჯეფ ბეზოსის საცოლის, ლორენ სანჩესის გასაოცარი გარდასახვა