LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალას სოფი ლორენი მაძლევს“ – მონიკა ბელუჩის ოქროსფერ კაბაში გლამურული ჟურნალის გარეკანზე შეუდარებელია

395
page

იტალიური კინოს ლეგენდამ, მონიკა ბელუჩიმ ამჯერად ჟურნალის, Schön! გარეკანი დაამშვენა. 57 წლის მონიკამ არაერთი საინტერესო იმიჯი მოირგო. ის განსაკუთრებულად ბრწყინავდა გრძელ ოქროსფერ კაბაში. რაც შეეხება ინტერვიუს, ის როგორც ყოველთვის ღრმა და მრავლისმთქმელი გამოვიდა.

„ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში ხდება როგორც კარგი, ასევე ცუდი  რაღაცები, ჩვენ კი ამ ყველაფრისგან ვსწავლობთ და გამოცდილებას ვიღებთ“, – აცხადებს მონიკა.

მსახიობმა საკუთარი ინსპირაციის წყაროზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისთვის მაგალითი სოფი ლორენია. 

„შემოქმედებითი კუთხით მე მუდამ მაძლევდნენ ძალას სოფი ლორენი, კლაუდია კარდინალე, ანა მანიანი. ეს ის ქალები არიან, რომლებიც საკუთარი ვნებისა და სურვილებისთვის იბრძვიან“, – ამბობს ბელუჩი.

„ჩვენ დიდი ხნის წინ დავშორდით, თუმცა…” – უახლეს ინტერვიუში მონიკა ბელუჩი ვენსან კასელზე საუბრობს 

ფოტო: შეყვარებული წყვილი – 56 წლის მონიკა ბელუჩი 63 წლის კაროლ ბუკე Paris Match-ის გარეკანზე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები