LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ დიდი ხნის წინ დავშორდით, თუმცა…” – უახლეს ინტერვიუში მონიკა ბელუჩი ვენსან კასელზე საუბრობს

3983
page

56 წლის მონიკა ბელუჩიმ The Sunday Times Style-ის დეკემბრის ნომერი დაამშვენა. გარდა შთამბეჭდავი ფოტოსესიისა, ერთ-ერთმა ყველაზე სასურველმა ჰოლივუდელმა ქალბატონმა ასაკის მატებაზე ისაუბრა. ინტერვიუში მონიკა ყოფილ ქმარზე, ვენსან კასელზეც ალაპარაკდა.

მონიკა წლებთან ერთად სულ უფრო მშვენიერი ხდება – 56 წლის ლამაზმანი The Sunday Times Style-ის საოცარ ფოტოსესიაში

„როდესაც სხეული ნებდება, სული მაღლდება. სასიცოცხლო ენერგია სიყვარულსა და ვნებაშია. ფიზიკურად შენ ბერდები და ამას უნდა შეეგუო, თუმცა, მეორეს მხრივ, თუ ბერდები, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ხანგრძლივი ცხოვრება გქონდა უამრავი ბედნიერი მომენტით“, – აცხადებს ვარსკვლავი, რომელიც წლებთან ერთად სულ უფრო და უფრო საოცრად გამოიყურება.

მონიკამ ყოფილ ქმარზე, ვენსან კასელზე საოცრად თბილად ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ შვილები სამუდამოდ აკავშირებთ.

„ჩვენ დიდი ხნის წინ დავშორდით, თუმცა,  როდესაც შვილები გყავს, შენ მეორე ნახევართან სამუდამოდ ხარ დაკავშირებული. ეს საოცარია, როცა მშობელი ხარ და შვილებზე ყველაფრის მიუხედავად ერთად ზრუნავ“, – ამბობს მონიკა.

შეგახსენებთ, ვენსან კასელი განქორწინების შემდეგ, 2018 წელს ტინა კუნაკზე დაქორწინდა, მონიკა კი ახალგაზრდა მხატვარს, ნიკოლას ლეფერმს ხვდებოდა. ბელუჩისა და კასელს  ორი შვილი ჰყავთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები