მეგ რაიანი წლებთან ერთად ძალიან შეიცვალა. „ფრანგული კოცნის“ ვარსკვლავმა სახეზე პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, ის ინექციური კოსმეტოლოგიის დიდი თაყვანისმცემელიც გახლავთ. ამის გამო მსახიობი არაერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტიც.
რამდენიმე საათის წინ მეგი ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობის დროს გადაიღეს. 60 წლის რაიანი შესანიშნავად გამოიყურებოდა, მას დახვეწილი პალტო ამშვენებდა.
„თითქოს ძველი მეგი დაბრუნდა“, „რა კარგად გამოიყურება“, – აღნიშნავენ კომენტარებში.
სხვათა შორის, რაიანს 19 ნოემბერს 61 წელი შეუსრულდება.
შეგახსენებთ, მეგ რაიანი და დევიდ დუხოვნი ახალი მელოდრამისთვის გაერთიანდნენ. „რა ხდება მოგვიანებით“, ასე ჰქვია ნოსტალგიურ ფილმს, რომლის გადაღებებიც უკვე დაიწყო.
90-იანების დედოფალი – 59 წლის მეგ რაიანი ჰოლივუდურ წვეულებაზე
ფოტო: 59 წლის მეგ რაიანის იშვიათი გამოჩენა – მსახიობი შესანიშნავად გამოიყურება