LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს გოგო ხომ არ გაახარეს…“ – სემ ასგარი ბრიტნი სპირსს „უხერხული დეტალების“ გასაჯაროებით ემუქრება

253
page

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 41 წლის პოპის პრინცესა, ბრიტნი სპირსი და 29 წლის ფიტნეს-ინსტრუქტორი, სემ ასგარი ერთ წლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. ტაბლოიდების ცნობით, სემი ჭორებს აჰყვა და ჰგონია, რომ სპირსმა მას უღალატა.

ბრიტნიმ უღალატა? – სემ ასგარი და ბრიტნი სპირსი ერთწლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ

წყვილის განქორწინების შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც ირკვევა, მათ სასამართლოს უკვე მიმართეს. სემი საქორწინო კონტრაქტის დაუყოვნებლივ გადახედავს ითხოვს და  სასურველი თანხის მიღება სურს, ის ბრიტნის „უხერხული დეტალების“ გასაჯაროებით ემუქრება.

ინსაიდერები აცხადებენ, რომ სპირსმა ის ადვოკატი დაიქირავა, რომელიც კიმ კარდაშიანთან და ჯონი დეპთან მუშაობდა.

„ეს გოგო ხომ არ გაახარეს…“, „რა უბედური ცხოვრება აქვს“, „ყველა რაღაცას ითხოვს მისგან“, – წერენ კომენტარებში.

„ბრიტნი და სემი ყოველდღიურად სკანდალებს აწყობენ და მათი გაშველება დაცვის სამსახურს უწევს“ – მედია

სხვათა შორის, სემმა  საქორწინო კონტრაქტის გაფორმება გასულ წელს, დაქორწინებისთანავე მოითხოვა. დოკუმენტებში წერია, რომ განქორწინების შემთხვევაში სემი ბრიტნისგან თანხას მიიღებს. ბრიტნი ასგარს, ერთად გატარებული თითოეული წლისთვის, 5 მილიონ დოლარს გადაუხდის.

ბრიტნი სპირსთან გატარებული თითოეული წლისთვის, სემ ასგარი 5 მილიონ დოლარს მიიღებს – რა წერია საქორწინო კონტრაქტში

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები