როგორც ცნობილია, მალე ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მსახიობებს, ჯულია რობერტსა და ჯორჯ კლუნს ახალ რომანტიკულ მელოდრამაში ვიხილავთ. ფილმის, „ბილეთი სამოთხეში“ გადაღებები ავსტრალიაში დაიწყება. ვარსკვლავები სიდნეიში ოჯახებთან ერთად უკვე ჩაფრინდნენ.
გადაღებები იწყება – ჯულია რობერტსი და ჯორჯ კლუნი „ავსტრალიის სამოთხეში“ მიფრინავენ
მანამ, სანამ ავსტრალიის ერთ-ერთ ეგზოტიკურ კუნძულზე ჯულია და ჯორჯი გადაღებებს შეუდგებიან, მათ 2 კვირიანი კარანტინი უნდა გაიარონ. ისინი ყველაზე პრესტიჟულ საცხოვრებელ კომპლექსში იცხოვრებენ, რომლის ღირებულებაც 56,9 მილიონ დოლარს შეადგენს.
სულ ცოტა ხნის წინ უახლესი ფოტოები გავრცელდა. ჯულია მეგობრებთან ერთად სახლის ზღურბლზე გადაიღეს. ის ფეხშიშველა, მაკიაჟის გარეშე, ჭიქით ხელში იჯდა. მას კრემისფერი პიჟამა ეცვა, თმა კი გაშლილი ჰქონდა.
ცნობისთვის ჯულია რობერტსი და ჯორჯ კლუნი მელოდრამაში გაყრილი წყვილის როლს შეასრულებენ.