სანტა-ბარბარაში, გუშინ 8 მარტს, Montecito Award-ის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება პენელოპა კრუსმა მიიპყრო, ის ღონისძიებაზე შინდისფერ, კაბა-სარიში გამოჩნდა.
ფოტო: როდესაც სიტყვები ზედმეტია – პენელოპა და ხავიერი წითელ ხალიჩაზე
პენეს მეუღლე, ხავიერ ბარდემი საყვარელი ქალით აღფრთოვანებული იყო და მას დიდი ხნის განმავლობაში უკრავდა ტაშს, შემდეგ კი მისკენ გაემართა, თითქოს ის პირველად ნახა და მხურვალედ ჩაეხუტა.