რამდენიმე დღის წინ პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე სიმპათიურ მამაკაცს, ბრედ პიტს 58 წელი შეუსრულდა. სად და ვისთან ერთად გაატარა მსახიობმა იუბილე, ჯერჯერობით უცნობია.
ანჯელინა ჯოლი ექს-მეუღლის დაბადების დღეს ვაჟთან, 18 წლის პაქსთან ერთად ჰოლივუდში გადაიღეს. დედა-შვილი სავახშმოდ იყო, შემდეგ კი საყიდლებზე გაემართა.
46 წლის ანჯელინა საოცრად გამოიყურებოდა, მას შავი პალტო და თავისუფალი სტილის, ნაცრისფერი შარვალი ეცვა. უმშვენიერეს ანჯელინას „ლუქს“ შავი პირბადე ასრულებდა, მის ნატიფ თითებს კი ალისფრად შეღებილი ლაქი ამშვენებდა.
„რატომ გამოჰყავს ბავშვები გამუდმებით სახალხოდ?!“ – ბრედ პიტის აზრით, ანჯელინა ჯოლი ბავშვებს იყენებს