ბექჰემების ვაჟს, კრუზს 17 წელი შეუსრულდა და ეს დღეს ოჯახმა სამთო კურორტზე აღნიშნა. ინტერნეტსივრცეში არაერთი ფოტო გავრცელდა, თუ როგორ ატარებს უქმეებს ვარსკვლავური ოჯახი.
საზოგადოების ყურადღება კვლავ დევიდისა და მისი 10 წლის ქალიშვილის, ჰარპერის ფოტომ მიიპყრო და კრიტიკამაც არ დააყოვნა, დევიდი ქალიშვილს კვლავ ტუჩებში კოცნის.
„ეს უკვე არაჯანსაღია“, „როდემდე შეიძლება ეს გაგრძელდეს?!“, – წერენ კომენტარებში.
„ის უკვე დიდი გოგოა, დროა თავი შეიკავო“ – დევიდ ბექჰემი კვლავ კრიტიკის ობიექტი გახდა
ფოტო: „ჰარპერი მეუბნება, რომ ,,ქრაში” ჰყავს, ამ დროს ჩემი სახე…“ – დევიდ ბექჰემის „ინსტაგრამ პოსტი“