შარლიზ ტერონი შვილებთან ერთად ზამთრის კურორტზე იმყოფებოდა, მან „ინსტაგრამის“ საშუალებით არაერთი ფოტო გაუზიარა გამომწერებს.
არდადეგებიდან ახლად ჩამოსული ვარსკვლავი ლოს-ანჯელესის ქუჩებში გამოჩნდა, მას თან შვილები, 10 წლის ჯექსონი და 7 წლის ავგუსტი ახლდა.
46 წლის შარლიზი შავ სპორტულებში იყო გამოწყობილი, რაც შეეხება მისი შვილების ჩაცმულობას, 10 წლის ჯექსონს, რომელიც თავს გოგონად აღიქვამს, კვლავ კაბა ეცვა. წითელი, კუბოკრული კაბა-კომბინეზონი ამშვენებდა პატარა ავგუსტს.
„როგორ გაზრდილა და კვლავ გოგოსავით აცმევს“, „ეს ოდესმე უნდა დასრულდეს“, – წერენ კომენტარებში.
ფოტო: როგორ გამოიყურება შარლიზ ტერონის ვაჟი, რომელიც საკუთარ თავს გოგოდ აღიქვამს