წარსულში, ბარბადოსელ ლამაზმანს, რიანას საკმაოდ ბევრი სასიყვარულო ისტორია ჰქონდა. თუმცა ბოლოს მაინც ძველ სიყვარულს დაუბრუნდა. 33 წლის რირი ახლა 32 წლის რეპერს, A$AP Rocky ხვდება. აღსანიშნავია, რომ წყვილი ერთმანეთს 2017 წელს ხვდებოდა. რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ კი ისინი კვლავ ერთად არიან.
ფოტო: რომანი დადასტურდა, რიანა და ASAP Rocky პაპარაცებმა ბარბადოსში გამოიჭირეს
სულ ცოტა ხნის წინ ვარსკვლავური წყვილი ნიუ-იორკის პრესტიჟული რესტორნისკენ მიმავალი გადაიღეს. რომანტიკული ვახშმისთვის რიანამ ვარდისფერ კაბასა და ქუდზე გააკეთა არჩევანი, აღნიშნულ „ლუქს“ კი ტყავის ქურთუკი შეუხამა. რაც შეეხება რიანას რჩეულს, მას ტყავის შარვალი და ჟოლოსფერი, ნაქოსვი მაისური ეცვა. რეპერი პაპარაცებისგან დამალვას სახეზე აფარებული ხელით ცდილობდა, ამ დროს კი რიანა იღიმოდა.
შეგახსენებთ, A$AP Rocky გამოცემა GQ-ს გამოუტყდა, რომ რიანა მისი ცხოვრების უმთავრესიო ქალბატონია და მასთან ცხოვრების ბოლომდე სურს ყოფნა.
„ის ჩემი ერთადერთია, მე საუკეთესო მამა ვიქნები“ – A$AP Rocky რიანასთან რომანს ადასტურებს