რიანამ „ინსტაგრამზე“ ვაჟის ფოტოები და ვიდეოები გამოაქვეყნა. ერთ-ერთ ფოტოში ის აცრემლებული თვლებით იყურება. მეორე ფოტოში კი დედა-შვილი რამდენიმე თვის წინ გავრცელებულ კლიპს უყურებენ.
„ჩემი შვილი, როდესაც გაიგო, რომ ოსკარების დაჯილდოებაზე ის კი არა მისი ძმა წავა“, – ასე დაასათაურა პოსტი ბარბადოსელმა ლამაზმანმა, რომელიც მალე მეორე ბიჭის დედა გახდება.
შეგახსენებთ, რიანა ახალ ალბომს მიმდინარე წელს გამოუშვებს. ასევე ის ფილმისთვის, „შავი პანტერა: ვაკანდა სამუდამოდ“ შექმნილი საუნდტრეკისთვის, Lift Me Up „ოსკარის“ ნომინაციაზე პირველადაა წარდგენილი.
„პუმამ“ რიანასთან კოლაბორაცია დააანონსა
ორსულმა რიანამ 9 თვის ვაჟი „მილანის მოდის კვირეულზე“ წაიყვანა