LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: დემნა გვასალიამ ისტორიული ჩვენება მოაწყო

817
page

„პარიზის მოდის კვირეულის“ ფარგლებში „ბალენსიაგას“2022 წლის ზამთრის კოლექციის ჩვენება გაიმართა, რომელზეც დემნა გვასალია ბოლო 6 თვის განმავლობაში მუშაობდა. ჩვენება უკრაინელი პოეტის, ალექსანდრე ოლესის ლექსით გახსნა.

“იცოცხლე, უკრაინა, უკრაინა”- Balenciaga-მ ჩვენება უკრაინელი პოეტის ლექსით გახსნა

ჩვენება საოცრად შთამბეჭდავი გამოვიდა, დეფილე სპეციალურად შექმნილ პავილიონში გაიმართა, სადაც მოდელები ქარსა და თოვლში ამაყად მიაბიჯებდნენ თოვლით დაფარულ პოდიუმზე. სტუმრებსა და თავად დემნას უკრაინის დროშის ფერებში გადაწყვეტილი სამოსი ამშვენებდათ. თამამად შეგვიძლია აღნიშნულ ჩვენებას ისტორიული ვუწოდოთ.

„ამ კვირაში ჩემთვის წარმოუდგენლად რთული იყო შოუზე მუშაობა. ასეთ დროს, მოდა კარგავს არსებობის უფლებასაც. მოდის კვირეული აბსურდულად გამოიყურება. მე ვფიქრობდი, რომ გამეუქმებინა შოუ, რომელზეც მე და ჩემმა გუნდმა ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და ყველა ძალიან ველოდით. მაგრამ შემდეგ, ვიფიქრე, რომ ეს კიდევ ერთხელ იქნებოდა დანებება ეშმაკთან, რომელმაც უკვე საკმარისი ტკივილი მომაყენა, თითქმის 30 წლის განმავლობაში“, – განაცხადა დემნამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები