სულ ცოტა ხნის წინ, ვენეციაში, „დოლჩე და გაბანას“ ჩვენება გაიმართა. ღონისძიებას უამრავი ვარსკვლავი ესწრებოდა, მათ შორის იყო ჯენიფერ ლოპესიც.
52 წლის არტისტმა თავისი სილამაზით ყველა დაჩრდილა. მან „დოლჩე და გაბანას“ ჭრელი, ყვავილებიანი სამეული მოირგო, რომელიც შარვლისგან, ტოპისგან და მოსასხამისგან შედგებოდა.
მოგვიანებით ჯენიფერმა „ინსტაგრამზე“ არაერთი შთამბეჭდავი ფოტო და ვიდეო გაავრცელა.