„საუკუნის ქორწილის“ შემდეგ ბექჰემების ოჯახში წვეულებების კასკადი არ წყდება. ამჯერად მათ ვიქტორიას 48-ე იუბილე აღნიშნეს. გრანდიოზული წვეულება ოჯახის წევრებისა და მეგობრების წრეში, მაიამიში მდებარე რესტორანში შედგა.
იუბილარმა საკუთარი ბრენდის თეთრი კოსტიუმი მოირგო, რომლის ღირებულებაც 2260 ფუნტს სტერლინგს შეადგენს. ფოტოები ვიქტორიამ „ინსტაგრამის“ საშუალებით გაავრცელა. მანამდე კი მისმა მეუღლემ, დევიდმა სანაპიროზე გადაღებული ფოტო გაავრცელა და საყვარელ მეუღლეს დაბადების დღე ემოციური სიტყვებით მიულოცა.
„დაბადების დღეს ვულოცავ ყველაზე მაგარ მეუღლეს, დედას და საქმიან ქალს, შენ ყველაფერ კარგს იმსახურებ, ჩვენ შენ გვიყვარხარ“, – წერს დევიდი.
ფოტო: 15 კარატიანი ყელსაბამი 2 მილიონ ფუნტად – ვიქტორია ბექჰემის თვალწარმტაცი „ლუქის“ დეტალები
ფოტო: ამაყი მშობლები – დევიდ და ვიქტორია ბექჰემები ვაჟის ქორწილში ხელჩაკიდებულები გამოჩნდნენ