LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესმა Hustlers-ის თიზერი გამოაქვეყნა (ვიდეო)

629
PRC_75315429

ჯენიფერ ლოპესმა ,,ინსტაგრამის” 96 მილიონზე მეტ გამომწერს, Hustlers-ის თიზერი გაუზიარა. რამდენიმეწამიან ვიდეოს ფონად ქარდი ბის სიმღერა – Money ადევს. ცნობილი გახდა, რომ კინოსურათის თრეილერი ინტერნეტში 17 ივლისს გამოქვეყნდება.

ჯესიკა პრესლერის New York Magazine-ში გამოქვეყნებული სტატიის – The Hustlers at Scores ეკრანიზაციაში, ჯეი ლო რამონას, ბარდი კი – დაიმონდს განასახიერებს. ლორინ სკაფარიას რეჟისორობით გადაღებული კრიმინალური დრამედია, სტრიპტიზის მოცეკვავეებისა და უოლ-სტრიტელი ბიზნესმენების ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს.

ფილმის პრემიერა 13 სექტემბერს შედგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები