ჯიჯი ჰადიდისა და ლეონარდო დიკაპრიოს რომანის შესახებ მითქმა-მოთქმა გრძელდება. მართალია, პაპარაცებმა ჯერჯერობით წყვილი ერთად ვერ გადაიღეს, თუმცა, ინსაიდერები აქტიურად ავრცელებენ კულუარულ სიახლეებს.
რა ეცვა წყვილს – ლეონარდო დიკაპრიო და ჯიჯი ჰადიდი „ჰელოუინის“ წვეულებაზე ერთად მივიდნენ
ამჯერად 27 წლის ჯიჯი ნიუ-იორკში, გლამურული წვეულებიდან გამოსული გადაიღეს. მას თან ლეოს ახლო მეგობარი ახლდა. სასტუმროდან გამოსული მოდელი პაპარაცებს უღიმოდა. მას შავი მაისური და კრემისფერი შარვალი ამშვენებდა. როგორც ჩანს წვეულებაზე ჯიჯი და ლეო ერთად იმყოფებოდნენ.