LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პერანგი, ჟაკეტი, ზემოდან პიჯაკი და ჰალსტუხი – ჯიჯი ჰადიდი ახალ ტრენდს ამკვიდრებს და ლეო ამით მოხიბლულია

441
Untitled.pngsfsfd

მას შემდეგ, რაც ჰოლივუდის ქერათმიანი ვარსკვლავები, ლეონარდო დიკაპრიო და ჯიჯი ჰადიდი ერთად პირველად გამოჩნდნენ, ტაბლოიდები სულმოუთქმელად ელიან წყვილის მორიგ ტანდემს, თუმცა ამაოდ. სამაგიეროდ 27 წლის მოდელის ხილვა საკმაოდ ხშირი მოვლენა გახდა.

ამჯერად ჰადიდი ნიუ-იორკში, „ვოგის“ ღონისძიებაზე მივიდა. როგორც ჩანს, ის ახალი ტრენდის დამკვიდრებას აპირებს, მან რამდენიმე ფენა ტანისამოსი მოირგო.

მოდელს თეთრ პერანგზე, კუბოკრული პერანგი ჰქონდა გადაცმული, შემდეგ Residence-ის ბრენდის ქურთუკი, ზემოდან კი კრემისფერი პიჯაკი. მის „ლუქს“ ჰალსტუხი ასრულებდა.

ინსაიდერები კი კვლავ აგრძელებენ ჯიჯით მოხიბლულ ლეოზე საუბარს. მათი განცხადებით, დიკაპრიო მოდელით ძალიანაა გატაცებული და საოცრად მოსწონს მისი ჩაცმის სტილით.

„კარგად დააკვირდით ჯიჯის სახეს, როგორ უხდებიან ერთმანეთს“ – მოდელის უახლესი გამოჩენა და აღფრთოვანებული საზოგადოება

ლეო და ჯიჯი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს – უახლესი დეტალები „კულუარებიდან“

„ლეო წაბლისფერთმიანი კამილას შემდეგ, ქერათმიანი ჯიჯით უკიდურესადაა მონუსხული“ – ახალი დეტალები წყვილის შესახებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები