LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯულია რობერტსის გარდერობი 90-იანებიდან, რომელიც დღემდე აღფრთოვანებას იწვევს

251
juliaroberts2017

გამოცემა „გრაცია დეილი“ ყველა დროის ყველაზე ლამაზი ჰოლივუდელი ვარსკვლავის, ჯულია რობერტსის საუკეთესო ანსამბლებს იხსენებს. აქცენტი ჯულიას 90-იანი წლების სამოსზე კეთდება, სადაც ვარსკვლავის ყოველი ახალი გამოჩენა მოდის და სილამაზის დღესასწაულს ჰგავდა.

პირველი, რაც მოდის ექსპერტებს გაახსენდათ, ჯულიას 1990 წელს, „ოქროს გლობუსზე“ ტრიუმფალური გამოჩენა იყო. ამ წელს ჯულია წლის მსახიობი ქალის ნომინაციაში გამარჯვებული გახდა და პირველად წარდგა წითელ ხალიჩაზე ორჯერ დიდი ზომის პიჯაკით, რომელიც „არმანის“ მოდის სახლს ეკუთვნოდა. ამავე წელს ჯულია გამოჩნდა ცნობილი ფილმის „ახალგაზრდა მსროლელების“ პრემიერაზე. მოდის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სწორედ ჯულიამ შემოიტანა მოდაში პიჯაკი მკლავის გარეშე, რომელიც ორიგინალურად ჰქონდა შეხამებული გრძელ ქვედაბოლოსთან. ზოლიანი გრძელი პიჯაკით ვიხილეთ ჯულია „ოქროს გლობუსზე“,  მაშინ როდესაც ის კიდევ ერთხელ გახდა პრესტიჟული პრემიის გამარჯვებული, ფილმისთვის „ლამაზი ქალი“. გრძელი პიჯაკი თითქმის ბოლომდე ფარავდა მინი-ქვედაბოლოს და ჯულია ამ დღეს შეუდარებელი იყო.  ამავე წელს ჯულია „ოსკარზეც“ იყო ნომინირებული, სადაც უკვე შავი ვიქტორიანული სტილის კაბითა და ქერად შეღებილი თმით გამოცხადდა.

ჯულიას ყოველთვის ჰქონდა სტილის შეგრძნება, მან შეძლო ერთდროულად კლასიკური და სპორტული ყოფილიყო, ჩაეცვა ბათინკები წითელ ხალიჩაზე ან თუნდაც პრემიერაზე როლინგით გამოცხადებულიყო.

გამოცემამ გაიხსენა ჯულიას ვარდისფერი კაბა „დედინაცვალის“ პრემიერაზე, რომელიც შავი ბეწვის მოსასხამთან ჰქონდა შეხამებული. თუმცა ყველაზე ლამაზი ალბათ „ვივიენ ტემის“ ვარდისფერი მბზინავი კაბა იყო, რომლითაც ჯულია „ნოთინგ ჰილის“ პრემიერაზე გამოჩნდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები