ბოლო ერთი კვირაა დასავლური მედია აქტიურად განიხილავს კანიე უესტის ახალ შეყვარებულს, 24 წლის მოდელს, ჯულიანა ნალუს. რომელიც ჰიპ-ჰოპ არტისტთან უკვე არაერთხელ გამოჩნდა და საზოგადოებაც აალაპარაკა. უესტის გულშემატკივრები წერენ, რომ კანიე ახალ გოგოსთან თავს ყველაზე ბედნიერად გრძნობს და ის ვიზუალურად უესტის ყველა პარტნიორს ჯობია.
ამჯერად მოდელი ლოს-ანჯელესის ქუჩებში მოკლე შორტით გამოჩნდა საზოგადოება ჭკუიდან გადაიყვანა თავისი უზადო სხეულითა და ვიზუალით. აღსანიშნავია, რომ ჯულიანას ბარბადოსელ ლამაზმანს, რიანას ამსგავსებენ. გოგონას შავი თმა მოკლედ აქვს შეჭრილი, სწორედ ისე, როგორც რირის წლების წინ ჰქონდა.
„კანიე უესტს რიანას ორეული შეუყვარდა“, „რიანას ჰგავს“, „კანიე უესტს შესანიშნავი გემოვნება აქვს!“, – წერენ კომენტარებში.
ორი ცალი ვარდი კანიე უესტისგან – 45 წლის არტისტი 24 წლის მოდელზე ყურებამდე შეყვარებული
უესტმა ჯეკპოტი მოიგო – კანიეს ახალი გოგო ულამაზესია – რა ვიცით 24 წლის ჯულიანა ნალუს შესახებ