კიმ და კორტნი კარდაშიანებმა შვილები  ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარში მონათლეს. როგორც ირკვევა, კიმი სომხეთში საინფორმაციო ტექნოლოგიების კონგრეზე დასასწრებად ჩავიდა. ბავშვების ნათლობა ეჩმიაძინის ტაძარში ჩატარდა, რომელიც სომხური სამოციქულო მონასტერი და სომხეთის კათოლიკოს-პატრიარქის ადგილსამყოფელია.

შეგახსენებთ, კიმ კარდაშიანი სომხური წარმოშობის მსახიობია, რომელიც კალიფორნიაშია დაბადებული, თუმცა ის და მისი დები სომხურ ფესვებს არ ივიწყებენ.

 

 

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები