LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეტი პერიმ Never Really Over კონცერტზე პირველად შეასრულა (ვიდეო)

89
katy-perry-2019-live-billboard-u-1548

კეტი პერი სიეტლს სტუმრობდა.  ვაშინგტონის შტატში გამართული კონცერტი ამერიკელი მომღერლის თაყვანისმცემლებისთვის, ერთ-ერთი დაუვიწყარი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.

კეტი პერიმ სააბაზანოში იმღერა (ვიდეო)

კეტი პერიმ თაყვანისმცემლები შოკში ჩააგდო.

34 წლის შემსრულებელი ფანების წინაშე სიმღერით – Never Really Over პირველად წარდგა. სინგლი, რომლის რელიზი 31 მაისს შედგა, მან ცოცხლად შეასრულა.

,,აქამდე ეს სიმღერა საჯაროდ არ მიმღერია” – ისმის ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ Never Really Over კეტი პერის 2019 წელს გამოსული პირველი სოლო ნამუშევარია, რომელსაც ცოტა ხნის წინ – Small Talk მოჰყვა. ტრეკი 9 აგვისტოს გამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები