LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მტაცებლის ინსტინქტი მამაკაცურ ფსიქიკაში მყარად არის გამჯდარი” – კრის ნოტი მორიგ სკანდალში ეხვევა

150
page

ვერავინ იფიქრებდა, რომ საკულტო სერიალის, „სექსი დიდ ქალაქში“ დიდი დაბრუნება, დიდი სკანდალით დაიწყებოდა. კრის ნოტის გმირი, „მისტერ ბიგი“ პირველ სერიაში იღუპება. პრემიერიდან სულ ცოტა ხანში სამმა ქალბატონმა კრის ნოტს სექსუალურ ძალადობაში დასდო ბრალი. ბუნებრივია „მისტერ ბიგი“ ბრალდებას უარყოფს.

კრის ნოტს ორი ქალბატონი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

„ჩვენ მხარს ვუჭერთ გოგონებს, რომლებმაც ეს სირთულე გადალახეს და ხმა ამოიღეს“ – სარა ჯესიკა პარკერი, სინტია ნიქსონი და კრისტინ დევისი დუმილს არღვევენ

სულ ცოტა ხნის წინ, ნოტის 2016 წლით დათარიღებული ინტერვიუ გავრცელდა. მსახიობმა ფილმში „თეთრი გოგონა“ მიიღო მონაწილეობა, რომელშიც მოძალადის როლს ასრულებს. სოც.ქსელი ფილმიდან ერთ-ერთმა კადრმაც მოიცვა, სადაც მსახიობი ქალზე ძალადობს. ასევე არის ერთი საკვანძო მომენტი ინტერვიუში, კრისი თავის გმირზე საუბრობს.

„მტაცებლის ინსტინქტი მამაკაცურ ფსიქიკაში მყარად არის გამჯდარი. მამაკაცების უმეტესობას პატარ ბინძური ფიქრები მუდამ აქვს და როცა საქმე  სექსამდე მიდის და მას ამის შესაძლებლობა ეძლევა, ქვეცნობიერში დამალულ სურვილებს აუცილებლად აისრულებს“, – ნათქვამია კრისის ძველ ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები