რამდენიმე დღის წინ, კეტი პერიმ რომანტიკული ფოტოსესიის მოწყობა გადაწყვიტა და თავის მეუღლესთან, ორლანდო ბლუმთან ერთად ელეგანტური ფოტოები გადაიღო. ცნობილი ფაქტია, რომ „ბეჭდების მბრძანებლის“ ვარსკვლავი ფოტოების გადაღების დიდი მოყვარული არ გახლავთ, თუმცა, როგორც ჩანს, მან უმშვენიერესი კეტისთვის უარის თქმა ვერ გაბედა.
ამ დღეს 38 წლის არტისტს კოპლებიანი კაბა ეცვა, რომელსაც საკმაოდ თამამი დეკოლტე ამშვენებდა. რაც შეეხება 46 წლის მსახიობს, ბლუმს კლასიკური კოსტიუმი ეცვა.
„მე შენ მიყვარხარ ჩემო მებრძოლო“, – წერს პერი.
ორლანდო ბლუმის ცხელი ფოტოსესია და საუბრები კეტი პერისთან რთულ ურთიერთობებზე
შეაფასეთ კეტი პერის „ლუქი“ წითელ ხალიჩაზე