ცნობილი, მილიარდერი და თან შუახნის მამაკაცები ახალგაზრდა მოდელ გოგონებს ირჩევენ, ამის მაგალითები დასავლურ შოუბიზნესში მრავლადაა. თუმცა, მილიარდერ ჯეფ ბეზოსს სხვა პრიორიტეტები აქვს. მან თანამგზავრად 52 წლის ლორენ სანჩესი აირჩია და მასთან უკვე 3 წლიანი ურთიერთობა აკავშირებს. წყვილი პაპარაცების ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ლუკმაა, ლორენიც ყოველ გამოჩენაზე უფრო და უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება.
ამჯერად წყვილი მალიბუს პრესტიჟული რესტორნიდან გამოსვლის დროს გადაიღეს. ჯეფი და ლორენი ხელჩაკიდებული მიაბიჯებდნენ. ამ დღეს 52 წლის ლორენს თეთრი ქვედაბოლო და ამავე ფერის ტოპი ამშვენებდა, რაც მის ტორსსა და უზადო მუცელს კიდევ უფრო პიკანტურ იერს სძენდა.
ლორენს ხელში „ჰერმესის“ ჩანთა ეჭირა, რომლის საწყისი ღირებულებაც 10 000 დოლარია, თუმცა ბოლოს მისმა ფასმა 100 000 დოლარამდე აიწია. რატომაც არა? როდესაც „ამაზონის“ დამფუძნებელი შენი შეყვარებულია?!
რომანტიკა მილიარდერთან – ჯეფ ბეზოსისა და ლორენ სანჩესის დახვეწილი გამოჩენა მალიბუზე