შაკირა-პიკეს დრამატული განშორება კვლავ განხილვის საგანია. ამჯერად ფეხბურთელი ესპანური რადიოს RAC1-ს ეთერში იყო მიწვეული. წამყვანმა მას ჰკითხა, მოუსმინა თუ არა შაკირას სიმღერებს, სადაც მისი ყოფილი პარტნიორი მის ღალატსა და მის ახალ შეყვარებულზე, კლარა ჩია მარტიზე მღერის. თავიდან პიკეს არ სურდა პასუხის გაცემა, თუმცა ბოლოს კომენტარი მაინც გააკეთა.
„ჩვენ ჩვენი შვილები უნდა დავიცვათ, თითოეული საკუთარ გადაწყვეტილებაზე თავადაა პასუხისმგებელი, მე მეტი საუბარი ამ თემაზე არ მსურს, უბრალოდ, მინდა, რომ ჩემი ბავშვები კარგად იყვნენ“, – განაცხადა ჟერარმა.
„მეუღლეზე ემოციურად ვიყავი დამოკიდებული“ – შაკირას უახლესი ინტერვიუ