მომღერალი ჯონ ლეჯენდი გასულ კვირას კონცერტზე მთვრალი გამოვიდა. მან გადაწყვიტა თავისი მეგა ჰიტის All Of Me იმპროვიზებული ვერსია შეესრულებინა, თუმცა ტექსტი დაავიწყდა.
ოსკარის მფლობელი მუსიკოსის მეუღლე, კრისტი ტეიგენი კი ამ ყველაფერს სიცილით ადევნებდა თვალს.
ჯონ ლეჯენდის მეუღლე ქეთი ჩხიკვაძის კაბაში (ფოტო/ვიდეო)
კრისტი ტეიგენის ქართველი დიზაინერების სამოსით გამოჩენა უკვე აღარავის უკვირს.
ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგიერთის აზრით, ეს უბრალოდ დაუგეგმავი პერფორმანსი იყო.
რაც არ უნდა იყოს, ოსკაროსანი მუსიკოსის პროფესიონალიზმში ეჭვი არავის ეპარება.