გასულ წელს, ოლივია უაილდი და ჰარი სტაილსი ორ წლიანი ურთიერთობის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. ყოველივე ამას წინ უძღოდა უაილდის ექს-მეუღლის, ჯეისონ სუდეიკისის რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ინსაიდერების ცნობით, ჯეისონი მეუღლეს აშანტაჟებდა და სტაილსთან პაემანზე არ უშვებდა. ასევე ცნობილი გახდა, რომ რეჟისორმა თავის მოკვლაც კი სცადა.
„ჰარი სტაილსთან ვნებიანი რომანის შემდეგ, ოლივია უაილდი ექს-მეუღლეს დაუბრუნდა“ – უახლესი ფოტოები
ბოლო თვეების განმავლობაში უაილდი და მისი ექს-მეუღლე ერთად ბევრჯერ გადაიღეს. პაპარაცებმა წყვილი ჩახუტებულებიც აღბეჭდეს, ამიტომ მედია აქტიურად ალაპარაკდა მათი შერიგებაზე.
ამჯერად ოლივია და ჯეისონი ლოს-ანჯელესში ვაჟის საფეხბურთო თამაშს დაესწრნენ, ისინი ერთმანეთს გვერდიდან არ შორდებოდნენ და ეხუტებოდნენ.
ოლივია უაილდი ყოფილ ქმართან ერთად ჩახუტებული გადაიღეს