LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პამელა ანდერსონი მეხუთედ თხოვდება (ფოტო)

243
sport-preview-pam-anderson-rami1

მედია პამელა ანდერსონის მომავალი ქორწილის შესახებ ალაპარაკდა. ინსაიდერის ინფორმაციით, 51 წლის ვარსკვლავი 18 წლით უმცროს მამაკაცზე თხოვდება.

გაირკვა, რომ კანადელ-ამერიკელი მსახიობისა და მოდელის რჩეული ფრანგი ფეხბურთელი, ადილ რამია.

ცნობილი გახდა, რომ სპორტსმენმა შეყვარებულს ხელი ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში სთხოვა, თუმცა წყვილი აქამდე დაქორწინებას არ ჩქარობდა.

ცნობისთვის, პამელა ანდერსონისა და ადილ რამის რომანი 2017 წელს დაიწყო. იმ შემთხვევაში თუ სექსუალური ლამაზმანი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ცენტრალურ მცველს ცოლად გაჰყვება, ეს მისთვის მეხუთე კანონიერი ურთიერთობა იქნება. აქამდე ის ტომი ლის, კიდ როკისა და რიკ სალომონის მეუღლე იყო. ამ უკანასკნელზე პამელა ორჯერ დაქორწინდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები