LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,გრემის” გარეშე დარჩენილ პინკს, სახლში ,,გრემი” დახვდა (ფოტო)

9653168-0-image-a-95_1549857722867

პინკი, რომელიც მეშვიდე სტუდიური ალბომით Beautiful Trauma, ,,გრემიზე” ,,საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომის” ნომინაციაში გამარჯვებისთვის იბრძოდა, პრემიის გარეშე დარჩა. აღმოჩნდა, რომ ამერიკელ მომღერალს, რომელსაც 5 თებერვალს ჰოლივუდის დიდების ხეივანში  სახელობითი ვარსკვლავი გაუხსნეს, მთავარი ჯილდო სახლში ელოდა.

ჰოლივუდის დიდების ხეივანში პინკის ვარსკვლავი გაიხსნა (ფოტო)

39 წლის შემსრულებელმა, რომელიც მუსიკის უდიდეს ღამეს ,,კარტერების”, არიანა გრანდესა და ტეილორ სვიფტის მსგავსად არ დასწრებია, ,,ინსტაგრამის” 5 მილიონზე მეტ მიმდევარს, შვილების მოულოდნელი საჩუქრის ამსახველი ფოტოები გაუზიარა.

არიანა გრანდე ,,გრემიზე” არ იმღერებს – კონფლიქტი ორგანიზატორებთან

ტეილორ სვიფტმა ბოიფრენდის მხარდასაჭერად ,,გრემი” გამოტოვა – მომღერალი ჯო ელვინთან ერთად ,,ბაფტას” დაესწრო

ფოტოებზე, 7 წლის უილოუ სეიჯი და 2 წლის ჯეიმსონ მუნი ჩანან, რომლებმაც დედის მხარდასაჭერად და გასამხნევებლად საკუთარი პატარა ხელებით ფოლგის გრამოფონი გააკეთეს და კატეგორიაში გამარჯვებულად სწორედ მისი კრებული დაასახელეს.

შეგახსენებთ, რომ პინკის, კამილა კაბეიოს, კელი კლარკსონის, შონ მენდესისა და ტეილორ სვიფტის ფირფიტებს, ,,საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომის” ნომინაციაში არიანა გრანდეს მეოთხე სტუდიურმა ალბომმა Sweetener აჯობა, რომლის რელიზი 2018 წლის 17 აგვისტოს შედგა.

,,გრემი” 2019: წითელი ხალიჩა (ფოტო)

Childish Gambino-ს, ლედი გაგასა და დუა ლიპას ტრიუმფი ,,გრემიზე”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები