5 წლიანი მუსიკალური პაუზის შემდეგ, რიანა სრული შემართებით ბრუნდება. მან ფილმისთვის „შავი პანტერა“ საუნდტრეკი შექმნა. სინგლის Lift Me Up პრემიერაც 28 ოქტომბერს შედგება. „თიზერი“ რირიმ „ინსტაგრამზე“ გაავრცელა.
თანხმობა უარის შემდეგ – რიანა Super Bowl-ის ჰედლაინერია
აღსანიშნავია, რომ მშობიარობის შემდეგ მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი რიანა წითელ ხალიჩაზეც გამოჩნდა. პრემიერაზე ვარსკვლავი საქმროსთან, A$AP Rocky-თან ერთად მივიდა. ახალბედა დედა ბრწყინვალედ გამოიყურება და წონაშიც საგრძნობლადაა დაკლებული. წითელ ხალიჩაზე მას ნაცრისფერი, საოცრად ელეგანტური კაბა ეცვა, მისი რჩეულიც ამავე ფერის კოსტიუმში იყო გამოწყობილი. A$AP Rocky-ის ორეულს შლეიფი ამშვენებდა.
რიანა საქმროსთან პაემნის დროს 865 ევროიანი ღია ფეხსაცმლით გამოჩნდა