რიანა ამერიკის ეროვნული საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატზე იმღერებს. ინფორმაცია ამის შესახებ ბარბადოსელმა ლამაზმანმა ოფიციალურად დაადასტურა. მან ,,ინსტაგრამზე” ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ხელში NFL-ის ბურთი უჭირავს.
აღსანიშნავია, რომ 34 წლის მომღერალს Super Bowl-ზე გამოსვლა ჯერ კიდევ 2019 წელს შესთავაზეს, თუმცა მაშინ რირიმ შოუს გამართვაზე უარი თქვა. მიზეზი კოლინ კეპერნიკის მიერ დაწყებული საპროტესტო ტალღა გახდა.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეასრულებს ამერიკის ეროვნულ ჰიმნს ფინალური მატჩის წინ, რომლის პატივი წელს, მიკი გუიტონს ერგო.
შეგახსენებთ, წლევანდელი Super Bowl-ის ჰედლაინერები – Dr. Dre, სნუპ დოგი, ემინემი, მერი ჯეი ბლაიჯი და კენდრიკ ლამარი იყვნენ. სცენაზე ვიხილეთ ასევე, 50 Cent და Anderson .Paak.
57- ე ,,სუპერ-ბოული” 2023 წლის 12 თებერვალს, State Farm სტადიონზე, არიზონაში გაიმართება.
რიანა საქმროსთან პაემნის დროს 865 ევროიანი ღია ფეხსაცმლით გამოჩნდა