LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდესაც ჯეისონმა გაიგო, რომ ოლივია უაილდმა მას ჰარი სტაილსთან უღალატა, ატირდა და მანქანას უვარდებოდა

348
page

ოლივია უაილდისა და ჰარი სტაილსის რომანი გადასაღებ მოედანზე, გასულ წელს დაიწყო. მაშ შემდეგ წყვილი ერთადაა და თავს საოცრად ბედნიერად გრძნობს. აღსანიშნავია, რომ ოლივია მაშინ ჯერ კიდევ ქორწინებაში იმყოფებოდა რეჟისორთან ჯეისონ სუდეიკისთან, რომელთანაც ვარსკვლავს ორი შვილი ჰყავს.

ცოტა ხნის წინ ჯეისონისა და ოლივიას შვილების ძიძის ინტერვიუ გავრცელდა, სადაც მან ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც ჯეისონმა მეუღლის ღალატის შესახებ შეიტყო. მისი განცხადებით, ჯეისონმა ეს ფაქტი ძალიან მძიმედ გადაიტანა. ის მეუღლეს აშანტაჟებდა და ჰარი სტაილსთან პაემანზე არ უშვებდა. ის ბავშვებს ეუბნებოდა, რომ მათი დედა ვიღაცასთან იწვა და ისინი სხვა კაცის გამო მიატოვა.

„ჯეისონმა დალევა დაიწყო, გამუდმებით ტიროდა და თვითმკვლელობაც სცადა, ის მანქანას ბორბლებში უვარდებოდა“, – იხსენებს ძიძა.

ერთნაირი სტილი და ღიმილი – 37 წლის ოლივია უაილდი და 27 წლის ჰარი სტაილსი ბედნიერებისგან ბრწყინავენ

ცეკვა იახტაზე – ჰარი სტაილსისა და ოლივია უაილდის რომანტიკული დასვენება – პაპარაცული ფოტოები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები