74 წლის ელტონ ჯონი და მისი მეუღლე, 58 წლის დევიდ ფერნიში უკვე კარგა ხანია ზაფხულის ცხელ დღეებს საკუთარ იახტაზე ატარებენ. ისინი ნიცაში, კრუიზში იმყოფებიან.
ფოტო: 74 წლის ელტონ ჯონი ქმართან ერთად რომანტიკულ კრუიზში იმყოფება
პაპარაცებმა წყვილი მაშინ გადაიღეს, როდესაც სუფთა ჰაერზე ყოფნით ტკბებოდნენ. ელტონს „გუჩის“ ზოლებიანი მაისური ამშვენებდა, დევიდს კი ზებრის პრინტიანი პერანგი ეცვა.
„როგორ უხდებიან ერთმანეთს“, „ერთ-ერთი ყველაზე მყარი ჰოლივუდური ოჯახი“, – წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, ჯონსა და ფერნიშს 16 წლიანი ქორწინება აკავშირებთ, ისინი ორ ვაჟს ზრდიან.