LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასიყვარულო სამკუთხედი – ირინა შეიკმა ლედი გაგა ,,ინსტაგრამიდან” წაშალა (ფოტო)

1380
10347252-0-image-a-15_1551259777069

ლედი გაგასა და ბრედლი კუპერის რომანტიკულ დამოკიდებულებას ერთმანეთის მიმართ, მსოფლიო დღესაც აქტიურად განიხილავს.

იმ ფონზე, როცა ვარსკვლავური წყვილის ემოციური, ამავდროულად ამაღელვებელი კადრები სხვადასხვა ღონისძიებიდან  ქსელს იპყრობს, ცნობილი გახდა, რომ ირინა შეიკმა ,,ინსტაგრამზე” 32 წლის შემსრულებლის მიმდევრობა შეწყვიტა.

როგორც ჩანს, ჩახუტება, რომლითაც ,,ოსკარებზე” 33 სუპერმოდელი მეუღლის პარტნიორს ფილმში ,,ვარსკვლავის დაბადება” ამხნევებდა, არც ისეთი გულწფელი აღმოჩნდა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანდა.

მართალია, კომენტარი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჯერჯერობით არც ერთ მხარეს არ გაუკეთებია, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ მედიაში ბევრს წერენ ლედი გაგასა და ბრედლი კუპერს შორის არსებულ ქიმიაზე, მარტივი მისახვედრია, რამ უბიძგა ირინა შეიკს ასეთი ნაბიჯის გადადგმისკენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები