LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაკირამ თავის გამოსვლაში ჟერარ პიკეს დაშიფრული შეტყობინება გადასცა

582
page

გუშინ, ნიუ-იორკში, MTV Video Music Awards 2023 წლის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. კოლუმბიელი არტისტის, შაკირას  პერფორმანსი სცენაზე საოცრად შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი გამოდგა. შაკირამ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, Michael Jackson Video Vanguard Award დაიმსახურა და „წლის დუეტის“ ჯილდოც მოიპოვა.

ვიდეო: შაკირამ MTV Video Music Awards-ზე თავისი პერფორმანსით ცეცხლი დაანთო და პრესტიჟული ჯილდოც მიიღო

გამოცემა The Sun-ის ცნობით, შაკირამ თავის გამოსვლაში ყოფილ პარტნიორს ჟერარ პიკეს დაშიფრული შეტყობინება გადასცა. არტისტმა თავისი მომავალი სიმღერის სათაური გააჟღერა. შაკირას ახალ ნამუშევარს ერქმევა The Boss.

„ამით შაკირამ ხაზი გაუსვა პიკეს ახალი შეყვარებულის, კლარა ჩია მარტის გავლენას მასზე, დიახ პიკე კლარას გამუდმებით ემორჩილება“, – წერენ მედიაში.

შაკირა MTV-ის ცერემონიაზე პიკეს მორიგ რევანშისტულ ნომერს უმზადებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები