რიკი მარტინი და მისი მეუღლე, ჯოვანი იოსეფი ოთხ შვილს ზრდიან, მათგან უმცროსი ქალიშვილი 3 წლისაა და მშობლები მას განსაკუთრებით ანებივრებენ.
„ჩემი ოცნებების მბრძანებელი“- რიკი მარტინი ქალიშვილის ფოტოს გვიზიარებს
მარტინი-იოსეფის ოჯახი შობა-ახალი წლის პერიოდს პუერტო-რიკოში ატარებენ. არტისტმა „ინსტაგრამზე“ პატარა გოგონას ემოციური ვიდეო გაავრცელა, ლუსია სანაპიროზე ნებივრობს და მამას მხურვალედ ეხუტება. როგორც ირკვევა, რიკისა მის ქალიშვილს ერთ დღეს აქვთ დაბადების დღე.
„ამ პატარა ლამაზმანსა და მე ერთ დღეს გვაქვს დაბადების დღე, შენ ჩვენი ოჯახის უფროსი ხარ და ეს ჩვენ ძალიან მოგვწონს“, – წერს რიკი.