ჯონი დეპმა დაკარგული ღირსება, რეპუტაცია და ცხოვრება დაიბრუნა. 58 წლის მსახიობი ვირჯინიის სასამართლომ გაამართლა და ახლა გამარჯვებულ დეპს წინ ვერავინ და ვერაფერი აღუდგება.
ინტერნეტსივრცეში უახლესი ფოტოები ვრცელდება. ჯონი გულშემატკივრებს ღიმილითა და თბილი ემოციით შეხვდა.
რაც შეეხება დეპის ჩაცმულობას. სასამართლო პროცესზე კონსერვატიული ჩაცმულობის შემდეგ მან თავისი ეპატაჟური იმიჯი დაიბრუნა. მას შავი შარვალი, ყავისფერი მოსაცმელი და ყოველდღიური მაისური ეცვა.
„სიცოცხლე დაუბრუნდა“, „ემოცია სახეზე აწერია“, – წერენ კომენტარებში.