LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Spice Girls-ის წევრები ვიქტორია ბექჰემს ჯგუფში დაბრუნებას სთხოვენ

363
safe-image

გასულ წელს, 11 წლის შემდეგ, ჯგუფი Spice girls სცენას დაუბრუნდა. ჯგუფმა 697,357 ბილეთი გაყიდა და 78.2 მილიონი დოლარიც გამოიმუშავა. რამდენიმე თვის წინ კი კოლექტივის ერთ-ერთმა წევრმა, მელანიმ ჯგუფის გულშემატკივრებს იმედის ნაპერწკალი გაუჩინა. მომღერალმა განაცხადა, რომ მოხარული იქნება, თუკი გოგონები კვლავ შეიკრიბებიან და კორონავიურუსის პანდემიის დასრულებისთანავე ამერიკულ ტურნეში წავლენ, როგორც ეს გასულ, 2019 წელს გააკეთეს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ტურნეზე ვიქტორია ბექჰემი არ იმყოფებოდა.

სულ ცოტა ხნის წინ მელანიმ განაცხადა, რომ ჯგუფის წევრებსა და ვიქტორიას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მათ სურთ, რომ ყოფილი სფაისელი მათ მომავალ ტურნეს შეუერთდეს.

„ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ ვიქტორია დავითანხმოთ და იმედი გვაქვს, რომ ის რომელიმე კონცერტზე შემოგვიერთდება“, – აცხადებს ჯგუფის წევრი.

შეგახსენებთ, გოგონათა კოლექტივი 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით  კვლავ გეგმავს გაერთიანებას და მსოფლიო ტურნეს მოწყობას აპირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები