თეა წულუკიანი „ფორტუნა პლუსზე“ გიგა ბატკუაშვილის გადაცემაში „ვიზიტორი“ საუბრობს ანზორ ერქომაიშვილის შესახებ და პასუხობს კითხვას, რომელი ქართველი მომღერლის კონცერტს დაესწრებოდა სიამოვნებით.

თეა წულუკიანი:

„თქვენი ეთერიდან სამძიმარზე მივდივარ და მინდა გავიხსენო დიდი ქართველი მოღვაწე ანზორ ერქომაიშვილი, ვინც ხვალ უნდა მივაბაროთ მთაწმინდის მიწას. პანდემიამ ყველა ოჯახს, მათ შორის, ჩემსასაც, გამოგვაცალა ბურჯი ადამიანები. გარდა იმისა, რომ ეს დიდი ქართველი, მე ასე ვიტყოდი, ყველანაირი სხვა მახასიათებლის გარეშე, რომელიც მას უხვად ეკუთვნის, გამოგვეცალა ხელიდან, ისეთი ცხოვრება მოგვცა ამ პანდემიამ, რომ რაღაცები ვერ მოვასწარით. ჯერ მე ვიყავი ავად, მერე სხვა და კულტურის სამინისტროში მივედი თუ არა, რამდენიმე დღეში ეს ადამიანი გარდაიცვალა. თუკი რამე დამრჩება სანანებლად სიცოცხლის ბოლომდე, ის იქნება, რომ მას ამ რანგში სამინისტროში ვერ ვუმასპინძლე და ვერ გავიცანი უფრო სხვა თვალით, ვიდრე არის იმ ადამიანის თვალი, ვინც მას შორიდან პატივს სცემს და ამაყობს, რომ შეგვინარჩუნა ფესვები, რის გარეშეც ჩვენი ეროვნული იდენტობა უბრალოდ არ არსებობს, უცხოეთში გაიტანა ავთენტიკურად და ბევრი რამ გადაარჩინა… მინდა, მის ოჯახს და ქვეყანას მივუსამძიმრო.

რაც შეეხება კითხვას, ვის კონცერტს დავესწრებოდი, აქ მე ცოტა ჭკუა ვისწავლე ორ კვირაში და არ დავასახელებ, მითხრეს, ასეთ კითხვებს პასუხი არ გასცე, თორემ სხვები ცოცხლად შეგჭამენო.

საიდუმლოსაც გაგიმხელთ, მიხარია მეც და ყველასაც, რადგან თეატრები იხსნება. ყველას მოგიწოდებთ იაროთ თეატრებში, მთელ საქართველოში პრემიერებია. თუმცა მე გადავწყვიტე, ახლად დანიშნული მინისტრი არც ერთ პრემიერაზე არ მივალ, რადგან შეიძლება, ესეც აღმოჩნდეს მითქმა-მოთქმის საფუძველი. ვინაიდან ძალიან ბევრი შვილი მყავს თეატრების სახით, არ მინდა, რომელიმემ იეჭვიანოს…

ჩვენ გვაქვს ყველანაირი სამართლებრივი უფლება, ფედერაციებს ფულის უფრო სუფთად ხარჯვა მოვთხოვოთ – რამდენია კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი
თეა წულუკიანი: „ჩემზე შექმნილი კარიკატურები ძალიან მიყვარს და ვაგროვებ…“

 

მსგავსი თემები