LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა წულუკიანი: „თუკი რამე დამრჩება სანანებლად სიცოცხლის ბოლომდე, ის იქნება, რომ მას ამ რანგში სამინისტროში ვერ ვუმასპინძლე“

7
teawulukiani2421

კულტურისა და სპორტის მინისტრი, თეა წულუკიანი „ფორტუნა პლუსზე“ გიგა ბატკუაშვილის გადაცემა „ვიზიტორს“ სტუმრობდა, მან  ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა.

მათ შორის, კულტურის ახალმა მინისტრმა უპასუხა კითხვას კრიტიკის შესახებ და დასძინა, რომ აგროვებს კარიკატურებს, რომლებიც მასზე იქმნება. „ზოგ კარიკატურაზე მიფიქრია, რომ რაღაც აკლდა, რადგან მე რომ ჩემს თავს დავცინი, ისე ვერავინ დამცინის“, – აღნიშნა მინისტრმა.

თეა წულუკიანი: „ჩემზე შექმნილი კარიკატურები ძალიან მიყვარს და ვაგროვებ…“

ვიზიტორი

⭕საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტი თეა წულუკიანი სტუმრად ,,ფორტუნაპლუსში” გადაცემაში ,,ვიზიტორი”
#გადაცემავიზიტორი?
#სტუმარი??
#კულტურისსპორტისდაახალგაზრდობისმინისტრი?
#თეაწულუკიანი❤
#ფორტუნაპლუს✌️
#გიგასთანერთად?
103.5✌️
#გვისმინეთ? და გვიყურეთ? პირდაპირ ეთერში ??

Posted by Radio Fortuna Plus 103,5 Fm / FortunaPlus.ge on პარასკევი, 02 აპრილი, 2021

თეა წულუკიანი:

„სოცქსელებში მოსაზრებებს უფრო მეტად ვეცნობოდი პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში პირველი ოქტომბრიდან მარტამდე, ეს ის პერიოდი იყო, როცა იუსტიციის მინისტრობიდან გადავდექი, შემდეგ პარლამენტში გახლდით და უფრო მეტი დრო მქონდა სოციალური ქსელებისთვის.

ორი კვირაა, რაც ვარ სამინისტროში და უნდა ვაღიარო, რომ თავის აწევის დროც არ მაქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ვიცი, რა იწერება და რა ითქმის, ამას შესაბამისი სამსახურები მაწვდიან. ცოტა რომ დავმშვიდდებით და სისტემა ელემენტარულ საბაზისო მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ამისი დროც გამიჩნდება.

ეს კრიტიკა ბუნებრივია, რადგან იუსტიციის სამინისტროშიც რომ დავინიშნე, მაშინ იყო გარკვეული ხმაურიანი განცხადებები, განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების მქონე ადამიანებისგან, თუმცა კალიბრი, მასშტაბი და შინაარსი სხვანაირი იყო, მაგრამ ეს პრინციპში პოლიტიკური შეფერილობის შემცველი განცხადებები ჩემთვის უცნობი არ არის.

ეს მოდის იმ ადამიანებისგან, ვისაც ის პოლიტიკური ძალა შეიძლება არ მოსწონდეს, ვისაც მე წარმოვადგენ, ან მე ვარ პოლიტიკურად მიუღებელი. როცა ადამიანი ინიშნები და მეორე დღეს მოდის ასეთი წვიმა, წვიმასაც ვერ დავარქმევდი, უფრო ცრიდა, რა თქმა უნდა, გიკვირს. ხედვა არ გაგიცხადებია, რას აპირებ და მაშინვე არის „უფასო კრიტიკა“, რასაც აქვს არსებობის სრული უფლება, მაგრამ თავიდან საფუძველი ვერ დავინახე.

ასევე იყო ბევრი კარიკატურა, რომლებიც ჰგავდა იმას, რაც 2012 წლის ნოემბერში ვრცელდებოდა. ეს ერთი და იგივე ხელწერაა. 22 მარტიდან დღემდე ბევრი იყო, იქიდან თითქმის უმრავლესობა მე ძალიან მომეწონა. ერთ-ერთ გამოვარჩევდი, რომელიც მხატვრული თვალსაზრისითაც, რომელიც მიუხედავად იმისა, სიმწარეს ისახავდა მიზნად, რაც კრიტიკას უნდა ახლდეს თან, ჩემი მხატვრული გემოვნებიდან გამომდინარე, ძალიან კარგი იყო. დანარჩენებიც მეტ-ნაკლებად, მაგრამ მაინც სახალისო იყო.

შენახულიც კი მაქვს ყველა ის კარიკატურა, რომელიც ან მე, ან ჩემი გუნდის წევრებს ეხება. გემოვნებიანი რაც არის, იქნება ეს ფოტოშოპი თუ ხელით შექმნილი და ვფიქრობ, ეს კარგია. ამ დარგსაც უნდა შევუწყოთ ხელი კულტურის სამინისტრომ. ბევრი ბრაზდება, როცა კარიკატურას ხედავს და ალბათ, არ უნდა ვამბობდე, რადგან შეიძლება წავახალისო, მაგრამ გულწრფელად ვაღიარებ თქვენს ეთერში, კარიკატურებს ვაგროვებ და ძალიან მიყვარს“.

ჩვენ გვაქვს ყველანაირი სამართლებრივი უფლება, ფედერაციებს ფულის უფრო სუფთად ხარჯვა მოვთხოვოთ – რამდენია კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი

მისი თქმით, ახალი სამინისტროს ბიუჯეტი საკმაოდ მწირია – როგორიც იყო  წინა წელს პარლამენტის მიერ წილნაყარი  ბიუჯეტი, არაფერი შეცვლილა.

“სპორტის მიმართულებით  გამოყოფილია 290 მილიონი,  აქედან მხოლოდ მიზერული თანხა, სამი მილიონი მიდის ბავშვებზე, ახალგაზრდებზე და სხვა ასაკობრივ ჯგუფებზე, რაც ნიშნავს ჯანსაღ  ცხოვრებას და მასობრივ სპორტს. დანარჩერნი კი ხმარდება ფედერაციებს. ამიტომაც ჩვენ გვაქვს ყველანაირი სამართებლივი უფლება, რომ ფედერაციებს ფულის უფრო სუფთად ხარჯვა მოვთხოვოთ“

ფედერაციებს კი, რა თქმა უნდა, სერიოზული ხელშეწყობა სჭირდებათ  და ექნებათ, მაგრამ მასობრივ სპორტს დასჭირდება უფრო მეტი. ჩვენ როგორღაც მოვახერხებთ, რომ ასიგნებების ფარგლებში რაც გვაქვს, წელს მეტი მეტი თანხა გამოვათავისუფლოთ, რომ ახალგაზრდებსა და  ბავშვებს შევთავაზოთ უფრო მეტი ხელმისაწვდომი სპორტი.

სხვანაირად უბრალოდ წარმოუდგენელია იყო სპორტის სამინისტრო და აფინანსებდე მხოლოდ ფედერაციებს. ეს ჩემი ხედვაა და მე ვიცი, რომ ძალიან ბეევრი სპორტსმენი ამას იზიარებს“. – აღნიშნა კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა.   

კითხვაზე, ბიუჯეტში რამდენი ლარია გამოყოფილი კულტურისთვის, მინისტრი პასუხობს: „კულტურის სამინისტროსთვის არაფერი შეცვლილა. რაც იყო გაერთიანებულ სამინისტროში, კულტურისა და სპორტის  ბიუჯეტი იგივე დარჩა. პრემიერ-მინისტრს დაქვემდებარებულ ახალგაზრდობის სააგენტოს რაც ჰქონდა, ასიგნებები 3 მილიონ ლარამდე, ის უბრალოდ მექანიკურად გადმოვიდა ჩვენს უწყებაში.

შესაბამისად, ჩვენ გვაქვს 124 მილიონი კულტურისათვის,რაც ძალიან მწირი ბიუჯეტია – ამაში შედის თითოეული თეატრისა და თანამშრომლის ხელფასი, მუზეუმები, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, ინფრასტრუქტურული პროექტები და სხვა.

თუმცა მუნიციპალური განვითარების ფონდიც დებს ამაში თანხებს, აღარაფერს ვამბობ „ქართუ ფონდზე“, რომელიც ტრადიციულად არის ყველაზე ერთგული ფინანსური მხარდამჭერი.” – განაცხადა თეა წულუკიანმა “ვიზიტორში” სტუმრობისას.

არ მაქვს არც თეთრი და არც შავი სია, არც სპორტში და არც კულტურაში – თეა წულუკიანი

ის ადამიანები, ვინც თუნდაც ლანძღვით გამოირჩევა, მე რომ მათთან უშუალო ურთიერთობა მქონდეს, ალბათ, დარწმუნდებოდნენ, რომ ჩინური თუ არა ბერლინის კედელი მაინც მაქვს აგებული იმას შორის თუ რა დონის მოღვაწეა ესა თუ ის პირი და რას ამბობს ის ჩემზე.

იმიტომ, რომ მე არ ვარ ამ დარგის წარმომადგენელი, ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კოზირი კულტურის სფეროსთვის და მისი წარმომადგენლებისთვის და სპორტისთვისაც, რადგან იქაც იყო ხოლმე, გვახსოვს თეთრი და შავი სიები. შესაბამისად, ვინაიდან ამ დარგს არც პროფესიული და არც სხვა კრიტერიუმით არ წარმოვადგენ მე არ მაქვს და ვერ მექნება არც თეთრი და არც შავი სია. სხვა საქმეა, ვის შეიძლება მე ვკითხულობდე ან ვუყურებდე ან არა. ეს ჩემი შიდა საკითხებია და ჩემს სამზარეულოში დარჩება და ასეც უნდა იყოს, ვგულისხმობ სახლის სამზარეულოს.

არავითარი შავი და თეთრი სია არ არის. ამიტომ ის პოლიტიკური შეფერილობის მქონე აჟიოტაჟი, რომელსაც ზოგიერთმა მედიასაშუალებამ შეუწყო ხელი, რომ აი, მოდის ცენზურა და რომ ვიკითხე – სად არის ცენზურა? ვერ მიპასუხეს ან რა ბერკეტი აქვს კულტურის მინისტრს ცენზურისათვის? – არავითარი.

ეს სიები ვერ იარსებებს. მაგრამ ასევე, ვერ იარსებებს ის, რაც თქვენ მკითხეთ, კულტურულ ღონისძიებებში ესა თუ ის ხელოვანი მიიღებს თუ არ მიიღებს მონაწილეობას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გავიხსენებთ წარსულის ცუდ მაგალითებს, მე არ მახსენდება ბოლო დროის ღონისძიებები, რომელშიც რომელიმე კულტურის მინისტრმა თქვა, რომ ამან მიიღოს მონაწილეობა და ამან არა.

ვერც წარმომიდგენია, რა ბერკეტი შეიძლება ჰქონდეს სამინისტროს იმისთვის, რომ ერთი ამღეროს და მეორე არა.

ეს არ არის ჩვენი პრიორიტეტი და ვერ იქნება, თუკი ჩვენ გვინდა ვცხოვრობდეთ თანამედროვეობაში. მე მაქვს იმის ამბიცია, რომ ჩვენი სამინისტრო გახდება სამთავრობო სტრუქტურებში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და თანამედროვე.

ჩვენ ვაჩვენებთ იმის მაგალითს, რომ ვართ ერთ-ერთი ყველაზე მისაბაძი სამთავრობო სტრუქტურა და ამას ვაჩვენებთ ძალიან მალე”.- განაცხადა თეა წულუკიანმა.

კინოცენტრი აფინანსებს ფილმებს, რომელთა უმრავლესობა დაუსრულებელია, მოგვიწევს დაფინანსების წესის გადახედვა: თეა წულუკიანი

მისი თქმით, სჯობს დაფინანსდეს ცოტა ფილმი, რომელიც კრეატივს, სიახლეს, პატრიოტიზმს, დეოკუპაციასა და დევნილების თემებს მიეძღვნება. ამასთან, ორიენტირებული იქნება ამა თუ იმ რეჟისორის პირველი ფილმი დააფინანსოს, რადგან მინისტრის აზრით, პირველი ნაბიჯი ყველა სფეროში რთულია.

“ჩვენი სამინისტროს ქვეშ არსებობს ე.წ კინოცენტრი, ეს არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ვაზუსტებ, ჯერ არ ჩამიხედავს მათ საქმიანობაში, დრო არ მქონდა, მაგრამ იქამდეც აუცილებლად მივალ.

ამბობენ, რომ კინოცენტრი აფინანსებს ფილმებს, რომელთა უმრავლესობა უნდა დასრულებულიყო, გამოსულიყო ეკრანზე, მაგრამ დასრულებულიც კი არ არის. თუ ეს ასეა, ეს ნიშნავს, რომ კინოცენტრი უბრალოდ არაეფექტიანად ხარჯავს იმ სახსრებს, რომელიც ხალხის ჯიბიდანაა ამოღებული და მათ ასიგნებები ჰქვია სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მოგვიწევს ამ დაფინანსების წესის გადახედვა.

სჯობს დაფინანსდეს ცოტა ფილმი, რომელიც კრეატივს, სიახლეს, პატრიოტიზმს, დეოკუპაციას, დევნილებს და ბევრ სხვა ასეთ თემებს მიეძღვნება და იქნება ორიენტირებული იმაზე, რომ ამა თუ იმ რეჟისორის პირველი ფილმი დააფინანსოს, რადგან პირველი ნაბიჯი ყველა სფეროში რთულია,” – განაცხადა თეა წულუკიანმა და დასძინა, რომ მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ეფექტიანი ხარჯვა.

“იყოს თუნდაც მოკლემეტრაჟიანი, დოკუმენტური ან სულაც მხატვრული, მაგრამ გააჩნია რა თანხა გვაქვს და რა გვინდა. მთავარია ეფექტიანი ხარჯვა და შედეგის მიღება. შედეგი კი უნდა იყოს ის, რომ წავახალისოთ უფრო მეტი პროფესიონალი, რომ კინობაზარზე შემოვიდეს.

თეა წულუკიანი: „თუკი რამე დამრჩება სანანებლად სიცოცხლის ბოლომდე, ის იქნება, რომ მას ამ რანგში სამინისტროში ვერ ვუმასპინძლე“

„თქვენი ეთერიდან სამძიმარზე მივდივარ და მინდა გავიხსენო დიდი ქართველი მოღვაწე ანზორ ერქომაიშვილი, ვინც ხვალ უნდა მივაბაროთ მთაწმინდის მიწას. პანდემიამ ყველა ოჯახს, მათ შორის, ჩემსასაც, გამოგვაცალა ბურჯი ადამიანები. გარდა იმისა, რომ ეს დიდი ქართველი, მე ასე ვიტყოდი, ყველანაირი სხვა მახასიათებლის გარეშე, რომელიც მას უხვად ეკუთვნის, გამოგვეცალა ხელიდან, ისეთი ცხოვრება მოგვცა ამ პანდემიამ, რომ რაღაცები ვერ მოვასწარით. ჯერ მე ვიყავი ავად, მერე სხვა და კულტურის სამინისტროში მივედი თუ არა, რამდენიმე დღეში ეს ადამიანი გარდაიცვალა. თუკი რამე დამრჩება სანანებლად სიცოცხლის ბოლომდე, ის იქნება, რომ მას ამ რანგში სამინისტროში ვერ ვუმასპინძლე და ვერ გავიცანი უფრო სხვა თვალით, ვიდრე არის იმ ადამიანის თვალი, ვინც მას შორიდან პატივს სცემს და ამაყობს, რომ შეგვინარჩუნა ფესვები, რის გარეშეც ჩვენი ეროვნული იდენტობა უბრალოდ არ არსებობს, უცხოეთში გაიტანა ავთენტიკურად და ბევრი რამ გადაარჩინა… მინდა, მის ოჯახს და ქვეყანას მივუსამძიმრო.

რაც შეეხება კითხვას, ვის კონცერტს დავესწრებოდი, აქ მე ცოტა ჭკუა ვისწავლე ორ კვირაში და არ დავასახელებ, მითხრეს, ასეთ კითხვებს პასუხი არ გასცე, თორემ სხვები ცოცხლად შეგჭამენო.

საიდუმლოსაც გაგიმხელთ, მიხარია მეც და ყველასაც, რადგან თეატრები იხსნება. ყველას მოგიწოდებთ იაროთ თეატრებში, მთელ საქართველოში პრემიერებია. თუმცა მე გადავწყვიტე, ახლად დანიშნული მინისტრი არც ერთ პრემიერაზე არ მივალ, რადგან შეიძლება, ესეც აღმოჩნდეს მითქმა-მოთქმის საფუძველი. ვინაიდან ძალიან ბევრი შვილი მყავს თეატრების სახით, არ მინდა, რომელიმემ იეჭვიანოს…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები