LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეთრებში გამოწყობილი „ბენიფერი“, აფლეკის უმშვენიერესი ქალიშვილი და ჯეი ლოს კაბა, რომელიც ზაფხულის მთავარ ჰიტად იქცა – ფოტოები გლამურული ღონისძიებიდან

1608
page

რამდენიმე საათის წინ, ჰემპტონში მილიარდერ, მაიკლ რუბინის მიერ დაარსებული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც უამრავი ვარსკვლავი დაესწრო, მთავარი პირობა თეთრი ტანისამოსი გახლდათ.

ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება ბენ აფლეკმა და ჯენიფერ ლოპესმა მიიპყრეს, მათ თან ბენის უფროსი ქალიშვილი, ვაიოლეტი ახლდათ.

ჯეი ლო, ბენი და ვაიოლეტი ღონისძიებაზე ერთად მივიდნენ. 53 წლის ლოპესის გრძელი კაბა, რომელსაც მკერდთან ბაფთა, მუცელთან კი ჭრილი ამშვენებდა, უკვე იქცა მიმდინარე ზაფხულის მთავარ ჰიტად.

„ყველაზე ლამაზი კაბა ჯეი ლოს აცვია“, „სასწაულ ფორმაშია“, „შეხედეთ ბენის ქალიშვილს, სასწაული გოგოა“, „შეუდარებელი სამეული“, – წერენ კომენტარები.

ბენი ისევ შფოთავს – ჯეი ლოს ადა ბენ აფლეკის უახლესი ოჯახური ფოტოები

როცა ისე გიყვრას, რომ მზად ხარ, ყოველ წელს იქორწინო – ლას-ვეგასში გაპარვისა და გრანდიოზული ქორწილის შემდეგ „ბენიფერი“ კიდევ ერთხელ შეუღლდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები